ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანს კლუგეს განცხადებით ევროპაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში, COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18% -ით გაიზარდა. გასულ კვირას ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების 29 000 შემთხვევა დადასტურდა.
"მხარს ვუჭერ პოზიციას, რომ "ლოკდაუნი" უკანასკნელი ზომაა. ნიღბის გამოყენება არ არის პანაცეა, მაგრამ სხვა ზომებთან ერთად, თუ ნიღბის ტარების 95% -ს მივაღწევთ , "ლოკდაუნები" აღარ იქნება საჭირო",- განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.
აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.