ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პანდემიის საკითხებზე და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე. მინისტრმა დიპლომატს სოფლად ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტი კელი დეგნანმა დადებითად შეაფასა. საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც. იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.