ავსტრიაში მოზრდილი მოსახლეობისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ავსტრიაში მოზრდილი მოსახლეობისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

  • 2022-02-01 14:45:23

ავსტრიაში ძალაში შედის კანონი, რომელიც 18 წელზე უფროს მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ავალდებულებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ვაქცინაცია სავალდებულოა გარკვეული კატეგორიებისთვის, მაგალითად მედპერსონალისთვის, თუმცა ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც აცრის ვალდებულება ყველა მოზრდილ მოქალაქეზე გავრცელდა.

იმის მიუხედავად, რომ ავსტრიელების 72% უკვე აცრილია, ახალ კანონს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი აღნიშნავენ, რომ აცრა თითოეული ადამიანის პირადი არჩევანი უნდა იყოს.

კანონი ძალაში 3 თებერვალს შედის და 2024 წლის იანვრამდე იმოქმედეს, თუ ეპიდვითარება მთავრობას მისი უფრო ადრე დასრულების საშუალებას არ მისცემს.

 

წყარო: იმედი-ნიუსი

მსგავსი პოსტები