მარინა ენდელაძე: მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია

მარინა ენდელაძე: მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია

  • 2022-02-02 02:10:55

“მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია, აცრილები საშუალო სიმძიმის არიან”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე საუბრისას განაცხადა.

„განყოფილებაში ახლა 30 პაციენტი წევს და კიდევ რამდენიმე ადგილი გვაქვს. დაინფიცირებულების ასეთი რაოდენობის პირობებშიც კი, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთული არ არის, მაგრამ ამ 30 პაციენტიდან, 2/3-ზე მეტი მძიმეა. მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია, აცრილები საშუალო სიმძიმის არიან. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, აცრილი და დამძიმებული პაციენტი არ გვყავს“, – აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

წყარო: პორტალი ,,კვირა"

მსგავსი პოსტები