იმედი გვაქვს, რომ 7-10 დღეში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება კლება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოში პიკური მაჩვენებელი იქნებოდა ადრე არსებულ მაქსიმუმზე 3-5-ჯერ მეტი. 18 000-იანი პიკი გადალახული გვაქვს, 24 000-იანი, ანუ ოთხჯერადი ზრდა ასევე გადავლახეთ. შემდეგი მაჩვენებელი, რომელიც ალბათ იქნება, ეს არის 5-ჯერ მეტი, ვიდრე იყო მთელი პანდემიის მიმდინარეობისას - 30 000 ათასი ინფიცირებული დღეში. იმედი გვაქვს, რომ სწორედ 7-10 დღეში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება კლება. ძალიან ხანმოკლეა „ომიკრონით“ გამოწვეული მთლიანი ტალღა - აღმავალი მრუდი, პიკი და შემცირება - ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველ 10 დღეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.