ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში

ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში

  • 2022-02-05 13:50:34

იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის კამპანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები