ხონის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25-ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება.
16 დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი გეგმავს როგორც საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებას ონლაინ პლათფორმაზე, ისე სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას სოციალური მედიის საშუალებით .
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - მანანა გოფოძემ მერიის სოციალური პროგრამების მიმოიხილა:
,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, არსებული რესურსის ფარგლებში, აქტიურ პოლიტიკას ატარებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.
მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მიმდინარე წელს მოქმედებს 28 პროგრამა. მათ შორის 3 პროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო 25 - სოციალურ უზრუნველყოფას.
პროგრამები მოიცავს როგორც ერთჯერად ფულად გასაცემელს მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი დედების, შშმ სტატუსის მქონე პირების, ომის მონაწილეთა დახმარების მიზნით, ასევე გრძელვადიან პროგრამებს რეინტეგრირებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და სხვათა დასახმარებლად.
რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამებს- ონკოლოგიურ პაციენტებს, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირებს, ნებისმიერ მოქალაქეს მომართვის შემთხვევაში ჩვენი სოციალური პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
მსოფლიოს მასშტაბით, ქალთა მიმართ სოლიდარობის კამპანიაა და განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავუსვა იმას , რომ ხონის მუნიციპალიტეტში „სოციალური დაცვის“ პროგრამაში გათვალისწინებულია „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა , რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ როგორც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა, ისე მუნიციპალურ ერთეულში ფაქტობრივად მცხოვრებმა ძალადობის მსხვერპლმა.
ახლო მომავალში ვგეგმავთ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას და შესაბამისი სერვისის ამოქმედებას.
ჩვენ ვზრუნავთ უსახლკარო პირთა კეთილდღეობაზე და ამ მიმართულებით გვაქვს სიახლე- ,, სათნოების სახლის,, ბაზაზე ეწყობა სივრცე ,მუშავდება კანონმდებლობა, რომ უსახლკარო ადამიანებს კარგი საყოფაცხოვრებო გარემო ჰქონდეთ.
პანდემიის პირობებში, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი ბიუჯეტის მაქსიმალური მობილიზება მოხდა . ამ რესურსით და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შევძელით ასობით მარტოხელა მოხუცისთვის , მრავალშვილიანი დედისთვის და სოციალურად დაუცველი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის შეზღუდვების ტვირთი შეგვემსუბუქებინა.
აქვე დავძენ, მუნიციპალიტეტში შექმნილია შშმ პირთა საბჭო, სოციალურ სამსახურთან არსებული მრჩეველთა საბჭო, გენდერული საბჭო. თითოეული პროგრამა, სერვისი , რომელსაც ვახორციელებთ არის გენდერულად მგძნობიარე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეს პროგრამები და სერვისები, გენდერული საბჭოს მუშაობა ემსახურება იმას, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, რომ საზოგადოებაში შეიქმნას დაბალანსებული პირობები , შემცირდეს და აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა, გულგრილი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი", - აღნიშნა მანანა გოფოძემ.