სოფელ პატარძეულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება
პროექტს, წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებს 9 მილიონამდე ლარი მოხმარდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, გამომდინარე აქედან, ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.
სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი, წყლის სათავე ნაგებობები და სატუმბო სადგური.
პროექტის დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ პატარძეულში, ათწლეულების განმავლობაში უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივები სტაბილური წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.