კახეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლევან ლილუაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ადგილობრივებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
"დღეს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სანიორეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გავმართეთ, სადაც მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე და საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდეთ. ასევე, გავაცანით მთავრობის გადაწყვეტილება 200 ლარიანი წახალისების პროგრამის შესახებ, რომელიც 2022 წლის თებერვალშიც გრძელდება და ამ პროგრამით სარგებლობა 50 წლის ზევით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია" - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით თებერვლის თვეშიც გაგრძელდება, გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, წახალისების მიზნით 100 ლარი დაერიცხება.