თელავის მუნიციპალიტეტი უერთდება კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც სათავეს 1991 წლიდან იღებს და მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება.
,,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია გვაქვს ონლაინ შეხვედრები, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ანგარიშის და საინფორმაციო ბროშურის მომზადება-გამოქვეყნება .
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია. თითოეული ჩვენგანის გააზრებული და სწორი ქმედება კი პრობლემის აღმოფხვრის მთავარი წინაპირობაა'', - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.