სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად ცვლილებები განახორციელა და ახალი მექანიზმები დაამატა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კერძო სექტორისთვის ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერებაზე ისაუბრა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 რეგიონში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია) მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეებისთვის მაქსიმალური თანადაფინანსება განხორციელდება.
იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ კერძო სექტორის განვითარების მიზნით, საგრანტო და კრედიტის სუბსიდირების მიმართულებით 7 000 000-მდე ლარი გამოყო.
ამ პროგრამით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ ტურისტული სერვისები, სოფლის მეურნეობის მეორადი პროდუქტებისა და ტურიზმთან დაკავშირებული წარმოება.
პროგრამის პრიორიტეტებია:
ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
ახალი ბიზნესის წამოწყება;
ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები/ მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები;
ონლაინ შეხვედრაზე სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კერძო სექტორის მიმართ გაზრდილი ხელშეწყობის მექანიზმებზეც ისაუბრეს, რომლებიც ეხება შემდეგ პროგრამებს: ბიზნეს უნივერსალი; სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება; საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი; მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა; პროგრამა „გადაიღე საქართველოში“.
” შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურა სწრაფად არ იწევს და სიცხის დამწევ მედიკამენტებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 6 საათი.