„ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

 „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

  • 2020-11-21 13:22:50

 „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ და სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

- აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 11 791-მა ბენეფიციარმა 2 150 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.

- ფერმერებს დაურიგდათ აგრობარათები.

- რეგიონში 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 273 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 23 663 ლარი შეადგინა.

- აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, რეგიონში წელს გაცემულია 693 პოლისი, დაზღვეულია 604 ჰექტარი მიწის ფართობი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება 3,5 მლნ ლარს აღემატება.

- მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დამტკიცებულია 112 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 3 მლნ ლარზე მეტი.

- შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 38 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 680 000 ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 55 ათას ლარზე მეტია.

- აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 5 ბენეფიციარი, თანადაფინანსება შეადგენს 78 600 ლარს.

მსგავსი პოსტები