სიღნაღის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას უერთდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას უერთდება

  • 2020-11-25 10:07:28

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას სიღნაღის მუნიციპალიტეტიც უერთდება.

,,აღნიშნული კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მსხვერპლის მხარდაჭერაა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით და ის წარმოადგენს ადამიანის უფლების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევას.
​ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით, მაგრამ მათი ძალისხმევა ამ მასშტაბურ პრობლემებთან დასაპირისპირებლად არასაკმარისია",- ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. 

 

 

მსგავსი პოსტები