აბაშის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მობილურმა ჯგუფებმა სადეზინფექციო ხსნარით ამჯერად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, აფთიაქებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შესასვლელები დაამუშავეს.
მობილური ჯგუფები ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, ისინი მოხალისეებთან ერთად, შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება მივაქციოთ და გავითვალისწინოთ სპეციალისტთა რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.