ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს უნაზღაურებს.
განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა შეღავათს ითვალისწინებს.
გარდა იმისა, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები ფულადი ჯილდოთი საჩუქრდებიან, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურიც უნაზღაურდებათ.
პროგრამით, რომლის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს უფარავს, ამ ეტაპზე 8 ახალგაზრდა სარგებლობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.