ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
ამ დროისთვის, ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
აღნიშნულ ქუჩაზე პატარებისთვის საბავშვო-გასართობი სივრცეც მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული მოედნები ასევე, ქ.ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე, სოფელ აწყურშისოფელ გურკელში. სოფელ ანში, სოფელ ჭვინთაში, სოფელ ურაველში, სოფელ კლდეშიდა სოფელ მუსხში მოეწყობა.
ჯამში, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 564 091 ლარია გათვალისწინებული.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.