კორონავისრუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტში გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები.
მერიის მობილური ჯგუფები მოხალისეებთან ერთად, შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. ინტენსიურად მუშავდება ბანკებთან, სავაჭრო ობიექტებთან, აფთიაქებთან მისასვლელები და ტროტუარები. მერიის თანამშრომლები ასევე საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებენ. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.