სოფელ კორბოულში, სხვადასხვა უბნებში, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კაპანაძეების უბანში, სადაც საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარი 600 მეტრამდე მოეწყობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სოფელ კორბოულში მიმდინარეობს, ,,ჩიჩინას გორადან“ სოფელ ცხამის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაა. მიმდინარე წელს 3 კმ გზის რეაბილიტაცია იგეგმება, პროექტი მომავალ წელს დასრულდება. ეს იქნება უმოკლესი გზა სოფლების ცხამის, დურევის, მახათაურის, იტავაზის, ბახიოთისა და არგვეთის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან დასაკავშირებლად.
ორივე პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად მოინახულეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.