წყალანირების პროექტი დაბა ხარაგაულში

წყალანირების პროექტი დაბა ხარაგაულში

  • 2020-11-25 19:42:21

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  დაბა ხარაგაულში წყალანირების (კანალიზაციის) სისტემის მოწყობის თაობაზე ინფორმაციას აწვდის. 

,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული 2 მილიონიანი პროექტი დაბა ხარაგაულში წყალანირების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე შედგა. ტენდერში გამოვლენილი კომპანია გახლავთ „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“, რომელმაც დაბა ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა 1 890 360 ლარად უნდა მოაწყოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიის დოკუმენტაციის შეფასება. კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში, დაბა ხარაგაულ წყალანირებისთვის უნდა მომზადოს პროექტი, ხოლო 5 თვეში (საერთო ჯამში 8 თვე) დაასრულოს სამშენებლო სამუშაოები.პროექტის ფარგლებში კომპანიამ უნდა მოაწყოს დრენაჟები და წყალარინების სამუშაოები უნდა ჩაატაროს შენობების გარეთ.დრენაჟებში გამოყენებული უნდა იქნეს ბეტონის ჭები და საინსპექციო კამერები არაარმირებული, ასევე, ფოლადის ბოჭკოიანი და არმირებული.შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური კომპონენტების ფარგლებში უნდა მოხდეს წყალარინების მაგისტრალური კოლექტორების, ქსელებისა და დაკავშირებული ობიექტების, სახლის დაერთებებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა.ასევე, გზის, რკინიგზის, მდინარის და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური გადაკვეთების დეტალური დაპროექტება. „ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის“ გზის მშენებლობის დასრულებამდე სოლომონ მეფის ქუჩაზე უნდა მოეწყოს საკანალიზაციო სისტემის გამყვანი კოლექტორები, შესაბამისად, სხვა ქუჩების პერსპექტივაში ჩართვის უზრუნველყოფით.
ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით დაბა ხარაგაულს კანალიზაციის ცენტრალური სისტემა არ გააჩნია. დასახლება კანალიზირებულია ნაწილობრივ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხარისხის მილებით, რომლებიც ყოველგვარი გაწმენდის გარეშე კოლექტორებით ჩაიედინება მდინარეში მრავალ ლოკაციაზე. აღნიშნული კოლექტორები არ იმყოფება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე.
ხარაგაულისთვის წყალანირების პროექტი არის ამ ეტაპზე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ყველაზე საჭირო პროექტი", - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. 

 

მსგავსი პოსტები