სათემო ბიბლიოთეკების დახმარება პანდემიის პირობებში ონლაინ სერვისების გასაზრდელად

სათემო ბიბლიოთეკების დახმარება პანდემიის პირობებში ონლაინ სერვისების გასაზრდელად

  • 2020-11-25 20:17:53

ჟინვალის სადაბო და ბარისახოს სასოფლო ბიბლიოთეკები ციფრული ტექნიკით აღიჭურვა

ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანებამ“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ასოციაცია CIVITAS GEORGICA მიერ გამოცხადებულ კონკურსში: „მაღალმთიან რეგიონებში სათემო ბიბლიოთეკების დახმარება პანდემიის პირობებში ონლაინ სერვისების გასაზრდელად“.

პროექტის ფარგლებში ჟინვალის სადაბო და ბარისახოს სასოფლო ბიბლიოთეკები აღიჭურვა ციფრული ტექნიკით (კომპიუტერი, პრინტერი, ID ბარათის წამკითხველი, ინტერნეტის მოდემი) და საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისი აღჭურვილობით (სანიტარულ-ფიგიენური ინვენტარი).

ჟინვალის სასდაბო და ბარისახოს სასოფლო ბიბლიოთეკები უზრუნველყოფილნი არიან ინტერნეტით, წიგნადი ფონდით...მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში, ისარგებლოს მისთვის საჭირო ლიტერატურით, ჟურნალ-გაზეთებით.

მსგავსი პოსტები