მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში,შიდასახელწიფოებრივი გზიდან სოფ. ჭოლაშის ხიდიდან სოფ. ჟაბეშამდე ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მშენებლობა მოიცავს ორ პროექტს და ჯამში ღირებულება შეადგენს 3 787 652 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი) ლარს.
პროექტით განსაზღვრული არმირებული ბეტონის საფარი დაიგება მ-ზე. აღნიშნული გზის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დიდ როლს თამაშობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჟაბეშის, ცალდაშის, ჩვაბიანის და მაჯვდიერის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზასთან.
ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის ვაკისის დამუშავება, მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები, მიმდინარეობს ქვაყრილისგან ნაპირდამცავი კედლლის მოწყობის სამუშაოები.
ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი რკინის კარკასებით და ხის ფიცრებით ღობეების მოწყობა, ასევე რკინაბეტონის არმირებული ფილები დაიგება ეზოების შესასვლელებში. ასევე გარკვეულ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გზის სამოსის მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ლიდერ+“ ასრულებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.