სოფელ ბიწმენდში საბავშვო ბაღი და სკოლა შენდება

სოფელ ბიწმენდში საბავშვო ბაღი და სკოლა შენდება

  • 2020-11-26 19:29:52

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში საბავშვო ბაღის და სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოების პროცესს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო(მანანა)ნარიმანიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გია გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაციისა ობიექტებზე არ შეჩერებულა სამუშაოები და მშენებლობის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამი საბავშო ბაღი შენდება, წლის ბოლომდე ბიწმენდში, ძველ ქანდაში და აღდგომლიაანთკარში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისმშენებლობა უნდა დასრულდეს. თითოეული 50 ბავშვზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.

ბიწმენდის სკოლის შენობას ორი სართული ექნება და 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. სკოლა სახელმწიფო დაფინანსებით შენდება. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, მშენებლობას კი „ელემენტ კონტრაქშენ ენდ დიზაინი“ აწარმოებს.

„ჩვენთვის პრიორიტეტია განათლება და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჩვენ დღეს დავათვალიერეთ სოფელ ბიწმენდში მიმდინარე ორი ობიექტის მშენებლობა, ეს გახლავთ საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი, რომელიც სოფელს არასდროს ჰქონია და სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების 90 მოსწავლეზე გათვლილი, სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგად გარდა იმისა,რომ სოფელს საკუთარი სკოლა და ბაღი ექნება გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილებიც“,-განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

მსგავსი პოსტები