ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გლობალსერვისი+“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 1 799 500 ლარია.
პროექტი 2021 წელს წელს დასრულდება და ჩქვალერს ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.
სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია და სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ.
2020 წელს დასრულდა საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ეწერში, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მთლიანად განახლდა სველი წერტილები, საპირფარეშოები, მოეწყო პანდუსები.
ამავდროულად ქალაქ წალენჯიხაში, ნაკიფუ-ლეჟასა და სოფელ კანთში მიმდინარეობს 3 ახალი სკოლის მშენებლობა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.