ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში არსებულ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრს, რომლის რეაბილიტაციაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამჯერად საჭადრაკო წრის სივრცე შეემატა.
ცენტრში ასევე მალე დასრულდება ტრენაჟორების ოთახის მოწყობა.
ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც როხის მაცხოვრებლებისთვის ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის.
აღნიშნული ცენტრი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და მოსახლეობის ინიციატივით შეიქმნა.
როხის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრი მოსახლეობისთვის კულტურის კერას წარმოადგენს.
როხის კულტური, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას 2021 წლიდან პანდემიის დასრულებისთანვე დაიწყებს.
ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.
ცენტრს სხვადასხვა სახის ტექნიკით აღჭურვაში იმერეთის განვითარების ცენტრი და “World Vision Georgia” პერმანენტულად ეხმარება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.