ასპინძის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის სასურსათე პაკეტის დარიგების მორიგი ეტაპი დასრულდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის სასურსათე პაკეტის დარიგების მორიგი ეტაპი დასრულდა

  • 2020-12-01 18:07:55

ასპინძის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის სასურსათე პაკეტის დარიგების მორიგი ეტაპი დასრულდა.

30 ნოემბერს,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

ამ დღესვე, დაბაში მინდობით აღზრდაში მყოფ შშმ ბაღის აღსაზრდელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასურსათო პაკეტები ბინაზე გადასცეს.

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ღებულობდნენ.

პროდუქტის გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

მსგავსი პოსტები