კრიხულის სანაპიროს პროექტის პრეზენტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

კრიხულის სანაპიროს პროექტის პრეზენტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

  • 2020-12-01 17:03:44

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში კრიხულის სანაპიროს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,გრინლაინმა", განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.

სამუშაო შეხვედრას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელები, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ამბროლაურში მდ კრიხულაზე, დამცავი კედლის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 269 182 ლარს შეადგენს.

,,სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. კრიხულას სანაპიროზე, გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონის მოწყობა.

პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ ,,სანაპირო" გახდება ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის". - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

მსგავსი პოსტები