თიანეთის მუნიციპალიტეტი COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირება იწყება.
ტესტირება ჩატარდება ააიპ “თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ გამსვლელი ბრიგადების მიერ და მოიცავს მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს.
დიაგნოსტირება დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 14:00 საათამდე, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
4 დეკემბერი- დაბა სიონის საჯარო სკოლა; ნაქალაქრის ამბულატორია
7 დეკემბერი- დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა; დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა; თიანეთის კულტურის ცენტრი
8 დეკემბერი- თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკა; თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო "მადლი"
9 დეკემბერი- ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება; თიანეთის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი; თიანეთის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი; ჟებოტის მრავალფუნქციური შენობა
11 დეკემბერი-ტუშურების ადმინისტრაციული შენობა; ზარიძეების ადმინისტრაციული შენობა.
აღნიშნული მომსახურება უფასოა და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მისთვის ხელსაყრელი დროისა და ადგილის შესაბამისად.
ტესტირების მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ეტაპობრივად'',- ნათქვამია განცხადებაში.