დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე პრიორიტედად დასახელდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მოწყობა სამ იარუსიანი ტრიბუნით და სცენით, გამწვანება, სკამების, საჩრდილობლების და სანაგვე ურნების დამონტაჟება, გარე განათების ქსელის მოწყობა და სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ზანაძგა“ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 401940 ლარია.
პროექტი 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.