ზუგდიდის საჯარო სკოლებს 2800 ლიტრამდე სადეზინფექციო ხსნარი გადაეცა

ზუგდიდის საჯარო სკოლებს 2800 ლიტრამდე სადეზინფექციო ხსნარი გადაეცა

  • 2020-12-03 23:35:57

გაეროს ბავშვთა ფონდმა ზუგდიდის საჯარო სკოლებს 2800 ლიტრამდე სადეზინფექციო ხსნარი გადასცა.

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ღასან ხალილი ესწრებოდნენ.

კონსტანტინე კაკავამ საერთაშორისო პარტნიორებს UNISEF-სა და USAID-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის აღგენის შემდეგ მოსწავლეებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პარტნიორობით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები