რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გამართა.
სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ანგარიში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ; რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდში წარსადგენი 2021 წლის პროექტების ნუსხა პრიორიტეტების მიხედვით; მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მერიის სოციალურ სამსახურებში, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად კადრების გადამზადების საკითხი. სხდომაზე, სახელმწიფო რწმუნებულის მიერ რეკომენდაციები მიეცათ მერებს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.