ქალაქ ონში მხარეთმცოდნების მუზეუმი შენდება.
პროექტის მიხედვით, ონის ახალ, ორსართულიან მუზეუმში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკისა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა..
,,შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ძველ-ბეჭდურ წიგნებს, ფოტომასალებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ხელნაწერ წიგნებს, ხელნაწერ ისტორიულ საბუთებსა და სხვადასხვა მცირე კოლექციებს ინახავს, ეკლესიის რელიეფებთან და ლაპიდარულ წარწერებიანს ქვებთან ერთად.
ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც პირველ რიგში დაგვეხმარება მომავალ თაობებს უვნებლად გადავცეთ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა და ამასთან, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას",- განაცხადა ონის მერის მოვალეობის შემსურებელმა - გოჩა ენუქიძემ. .
ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.