საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ აჭარაში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგა. აღნიშნულ პროდუქციას აჭარის განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში ხვალ გადაანაწილებს.
უნისეფის წარმომადგენლობას დღეს უწყებაში უმასპინძლეს. სადაც მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა ბათუმის მერიაშიც იმყოფებოდა, სადაც მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. პროექტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, პარკებისა და სპორტული მოედნების მშენებლობასა და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.