ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოასფალტდა გზის საფარი, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც 258 ათასი ლარი იხარჯება.
შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს.
"ქუთაისში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კეთდება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე შიდა გზები, იცვლება ღვარსადენი სისტემები, წესრიგდება ტროტუარები. ახალგაზრდობის გამზირის ეს მონაკვეთი ძალიან იყო დაზიანებული. აქ მალე დასრულდება გზის რეაბილიტაცია და გადაადგილება კომფორტული იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის" - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
საგზაო- სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.