მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში კორონა ვირუსთან დაკავშირებით დღეიდან ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტზე მოსახლეობის მასშტაბური ტესტირება იწყება. აღნიშნული სამთავრობო პროგრამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს.
შეხვედრას რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო(მანანა) ნარიმანიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი,რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე და მცხეთის კოვიდ-კლინიკის ხელმძღვანელი ქეთევან ლორია ესწრებოდნენ.
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით მოქალაქეების გატესტვა მოხდება როგორც თიანეთში ასევე დუშეთში, ყაზბეგში, მცხეთაში და წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტესტირებას ჩაატარებენ ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - ს და სტეფანწმინდის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.
04-05-06 დეკემბერს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება მოხდება წეროვნის დევნილთა ჩასახლებაშიც. ტესტირება ჩატარდება:
1. ააიპ ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (წეროვანი რიგი 16 ბინა 1482).
2. შპს ქურთის საავადმყოფო (წეროვანი რიგი 13).
3. შპს ახალგორის რაიონული პოლიკლინიკის ლაბორატორიის შენობა (რიგი 13, საჯარო სკოლის უკან) მოქალაქეთა მიღების საათები: 10-დან 17-საათამდე.
ტესტირება ჩატარდება ააიპ “თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ გამსვლელი ჯგუფების მიერ და მოიცავს მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს.
დიაგნოსტირება დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 14:00 საათამდე, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
4 დეკემბერი:დაბა სიონის საჯარო სკოლა,ნაქალაქარის ამბულატორია.
7 დეკემბერი: დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა;დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა;
თიანეთის კულტურის ცენტრი.
8 დეკემბერი:თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკა; თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილო "მადლი"
9 დეკემბერი: ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება;
თიანეთის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი; თიანეთის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
ჟებოტის მრავალფუნქციური შენობა;
11 დეკემბერი:ტუშურების ადმინისტრაციული შენობა;ზარიძეების ადმინისტრაციული შენობა;
შაბათ-კვირას ტესტირება განხორციელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
რაც შეეხება დუშეთს მედიკოსები მოსახლეობას ორ ლოკაციაზე მოემსახურებიან: ესენია ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრი და დუშეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მოსახლეობას აღნიშნულ ლოკაციებზე მიმართვა შეუძლია დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე.
მცხეთაში მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და შპს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი განახორციელებენ დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე.
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით მოქალაქეების ტესტირება უფასოა.