ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალაშენებულ შენობაში გააგრძელებენ სწავლას

ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალაშენებულ შენობაში გააგრძელებენ სწავლას

  • 2020-12-04 13:54:37

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალაშენებულ სკოლაში ისწავლიან. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 200 000 ათას ლარს შეადგენს.
,,განათლების ხელშეწყობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტშიც. სოფ. ჭყვიშში აშენდა ტანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, გარდა ამისა რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე სოფლის სკოლას. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროგრამებსაც, რომლებიც მიმართულია განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებისკენ". - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

მსგავსი პოსტები