სოფელ წევაში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეიბს. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, გასულ წელს, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
სოფლის გზის მონაკვეთი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, ადგილობრივებს, საჯარო სკოლასთან, ასევე წევის უძველეს ტაძართან აკავშირებს.
გზის სარეაბილიტაციი სამუშაოების მიმდინარეიბას, ადგილზე გაეცნო ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე.
"წევის გზის რეაბილიტაცია, მნიშვნელოვანი პროექტია მუნიციპალიტეტისთვის. სასოფლო გზა, ადგილობრივ მოსახლეობას, საჯარო სკოლასთან აკავშირებს, რომელიც 1825 წელს არის აგებული და აგრეთვე მისი რეაბილიტაციაც განხორციელდა 2 წლის წინ. მას შემდეგ, რაც გზის მოწყობა დასრულდება, მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას", - აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
გზის კეთილმოსაწყობად, 750 707 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს " გზამშენი 15" ასრულებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.