ქალაქ ფოთის მერმა, მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

ქალაქ ფოთის მერმა, მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

  • 2020-12-07 14:18:08

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ორშაბათის თათბირზე მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე კონტროლი განიხილეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნების შესრულებაზე და პარალელურ რეჟიმში არ უნდა შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რეგულაციების დაცვით გაგრძელდეს სამუშაო პროცესი სამშენებლო და სარემონტო ობიექტებზე.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქ ფოთის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში საახალწლო ქალაქგაფორმებაზე ტენდერი არ გამოცხადდა. გათვალისწინებული თანხები გადატანილი იქნა მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე. მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა შეჭირვებული ხანდაზმულები მუნიციპალიტეტიდან კვლავ მიიღებენ დახმარებას საკვები პროდუქტის სახით.

საკვები პროდუქტი განაწილდება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებზე.

2021 წლის ახალი წლის დღესასწაული ქალაქში არსებული ნაძვის ხითა და დეკორაციებით აღინიშნება, რაც ადგილობრივი ძალებით იქნება დამონტაჟებული.

მსგავსი პოსტები