ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბორჯომსა და ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა
დეზინფექცია ჩაუტარდა სავაჭრო ცენტრების, ბანკებისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე სკვერებსა და ავტობუსის მოსაცდელებს. მოირეცხა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. რაც შეეხება დაბა ბაკურიანს, მერიის დასუფთავების სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები სასტუმროების, საკარანტინე ზონებისა და სავაჭრო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩაატარა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს. სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.