ბათუმის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.
შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საზოგადოებას აქტიური თანამშრომლობისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.
წითელი ჯვრის დახმარებით, ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 300-300 ლარი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა სოციალურ პროექტზე მუშაობას. ერთობლივი რესურსებით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, ვინც პანდემიის პერიოდში აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათებისა და მედიკამენტების გადაცემის პროცესში" - არჩილ ჩიქოვანი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.