ზესტაფონის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა წარადგინა

ზესტაფონის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა წარადგინა

  • 2020-12-08 19:04:23

მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა, დავით მაღრაძემ, საკრებულოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში განსახორციელებელი პროექტების სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

2021 წლისთვის მერია 70 - მდე პროექტის განხორციელებას გეგმავს, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტთა შორისაა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდება, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის გზებზე.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. 2021 წლისთვის მუნიციპალიტეტში 20 არტეზიული ჭის მოწყობა არის განსაზღვრული, სხვადასხვა დასახლებებში. განახლდება ასევე სპორტული მოედნები.

მომავალი წლისთვის, კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე (ავერსის მიმდებარედ) არსებული სკვერის რეაბილიტაცია, ასევე კვალითის დასახლებაში 2 ახალი პარკი მოეწყობა იგეგმება.

მსგავსი პოსტები