პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებლით ერთ-ერთი გამორჩეულია ქვეყანაში-აღნიშნული განცხადება მუნიციპალტეტის მერმა ზვიად მხეიძემ გააკეთა.
მისვე თქმით, ის პროექტები, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგების, გაზიფიცირების ან ინტერნეტიზაციის მიმართულებით მიმდინარეობს , მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება და ხელს უწყობს, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტის განვითარებას, ასევე ადგილობრივები მოსახლეობისთვის და თითოეული ადამიანისთვის ნორმალური პირობების შექმნას.
,,ჩვენ, წელიწადში რამდენჯერმე ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად ვმსჯელობთ, როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ისე არსებულ პრობლემებზე. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოზამთრე რაჭველებს და შევუქმნათ ყველა ის ელემენტარული პირობა, რაც ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დარჩენას.
მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ დღეს, უკვე, ასფალტირებული გზებით სარგებლობს ისეთი სოფლები, რომლებშიც მუდმივად პრობლემა იყო ამ მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელში ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით ისარგებლებს.
გარდა ამისა, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები. აბონენტთა რიცხვი თითქმის 6 000-მდეა, რაც ძალიან მნიშვნელოვნი შედეგია. მიმდინარეობს ინტერნეტიზაციის პროცესიც, რომლის აუცილებლობა პანდემიის რეჟიმმა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა.
აქვე მინდა აღვნიშნო ის ჯანდაცვის, თუ სოციალური პროგრამები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ 400-დან 900 ლარამდე ერთჯერადი დახმარებით, გვაქვს ასევე სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ. გარდა ამისა, სოციალური პროგრამის საშუალებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეხმარებით მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, უსახლკაროებს, ხანძრით დაზარალებულებს და სხვა დეკემბრის მონაცემებით 700-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა აღნიშნული პროგრამებით.
გარდა ამისა, პერიოდულად ცხადდება საგრანტო კონკურსები როგორც სახელმწიფოს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას განავითარონ მცირე ბიზნესი და დამატებითი შემოსავალი გაიჩინონ.
მე, არ ვფიქრობ რა თქმა უნდა, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია და პრობლემები აღარ არსებობს, თუმცა მთავარია რომ თითოეული ჩვენგანი მიმართული ვართ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უკეთესობა იგრძნოს. "- აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.