,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობა, აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები ყოველწლიურად სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების და შეღავათების პროგრამით :
საახალწლო - საშობაოდ – 100 ლარი გადაეცემა:
არასაპენსიო ( 18 წლმდე ) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს
მრავალშვილიან (სამი და მეტი) სოციალურად დაუცველ ოჯახებს
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს
ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებს.''- ნათქვამია მუნიციპალიტეტეის განცხადებაში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.