ფოთის თეატრს გარე ფასადის რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ფოთის თეატრს გარე ფასადის რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  • 2020-12-08 20:26:21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია თეატრის შენობის სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპზე გარე ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გარე ფასადის და შიდა დამხმარე მოწყობილობების, კომუნიკაციების რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით.

შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე სრულყოფილი ტექნიკური დავალების შესადგენად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიემართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს , რომლის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მოხდა ტექნიკური დავალების შედგენა. აღნიშნული შესყიდვის მიზანს წამოადგენს შესყიდულ იქნას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც სრულად აისახება ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა გატარებაც იქნება საჭირო, რათა სამუშაოების დასრულების შემდგომ გახორციელდეს შენობის სრულფასოვანი ექსპლოატაცია.

რეაბილიტაციას დაექვემდებარება სახურავი, ფასადი, გათბობა-გაგრილების და ვინტილაციის სისტემა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.

მსგავსი პოსტები