ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდებ

  • 2020-12-09 17:11:26

წყალსადენი ქსელების მოწესრიგება და სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ სოფელს მოიცავს.
2020 წელს განხორციელებულ ან მიმდინარე პროექტებს შორისაა სოფლების - ჭელიაღელე, კვაცხუთი, ჟოშხა, აბარი, პატარა ონი, ქვ. ღვარდია, შხივანა, ბუგეული, გენდუში წყალსადენი ქსელების მოწესრიგება. ასევე დასრულდა რამდენიმე სოფლის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა.
,,წელს, პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არ შეფერხებულა. წყალმომარაგება მოუწესრიგდა 10-ზე მეტ სოფელს. პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა იმ სოფელს მოიცავს, სადაც ამ მიმართულებით პრობლემები შეინიშნება" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

მსგავსი პოსტები