ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან და პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას. კერძოდ, ეწყობა ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს გაკეთდება ღია ავტოსადგომები. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე, ზღვის მხარეს მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე ჩატარდა, რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2-კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.