თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ მირზა ქოჩიაშვილთან ერთად ალისუბანში იმყოფებოდა, სადაც ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხარისხის კონტროლის მიზნით დაათვალიერა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მეკა" აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 1,7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება.
ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე, რომლითაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ბეტონი პირველად იგება. გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივი მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვდა.
„აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიმდინარეობს მომავალი წლის ვალდებულებების წინსწრებით შესრულება, ასე რომ გზის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურა მომავალ წელსაც პრიორიტეტი იქნება, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე. მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება 20-მდე მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელება, - აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.