ჭიათურაში, ტაბიძის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ჭიათურის მერი გივი მოდებაძე გაეცნო მოადგილესთან, დავით ბიწაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლაშა გოცაძესთან ერთად. პროექტის თანახმად, სტადიონი შემოიღობება, ორ მხარეს ტრიბუნები მოეწყობა და გარე განათებია დამონტაჟდება.
სტადიონის მოსაწყობად 117,998 ლარი იხარჯება და მას რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ +“ ახორციელებს. გივი მოდებაძის განცხადებით, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი ამოცანაა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.