სკვერის რეაბილიტაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში

სკვერის რეაბილიტაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-09 18:59:16

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. სკვერში გაკეთდა თანამედროვე ტიპის საფეხმავლო ბილიკები , დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. მიმდინარეობს ატრაქციონების მონტაჟი და ლითონის ღობის მოწყობა.
პროექტი, ასევე ითვალისწინებს სკვერში ახალი ატრაქციონების, ფაჩატურის, სპორტული ტრენაჟორების და ძელ-სკამების განთავსებას.
პროექტის ღირებულება 151 781 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულია კომპანია შპს ,,სტარტ +“ ასრულებს.
სკვერის რეაბილიატაცია წლის ბოლომდე დასრულდება და ტყიბულს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება.

მსგავსი პოსტები