ტყიბულში, წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა საფილტრე სადგურის მშენებლობა, გადაიხურა შენობა და მიმდინარეობს ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი.
პროექტის მიმდინარეობით, ტყიბულის მუნიციპლლიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო.
სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“ ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით. პროექტი გაზაფხულზე დასრულდება და ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.