სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა

  • 2020-12-09 19:00:00

სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენის მაგისტრალი, წყაროს კაპტაჟები, სანიტარული ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს. წყალმომარაგების განახლებული სისტემით სოფელ არშაში მცხოვრები 150-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 821 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „თბილისი“ ახორციელებდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება : რეაბილიტაცია უტარდება გზებს, უმჯობესდება წყალმომარაგება, ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.
მოწყობის სამუშაოები, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო თანხა 14 733 ლარია.

მსგავსი პოსტები